Tuesday, February 26, 2013

გარდაცვალების შემდეგ



                              

           
          2002 წლის 17 ოქტომბერს საქართველოს მართლმადიდებლურმა ეკლესიამ წმინდანად შერაცხა უდიდესი ქართველი საზოგადო მოღვაწე და მეცნიერი-ექვთიმე თაყაიშვილი და მას სახელად წმინდა       ექვთიმე  ღვთისკაცი    უწოდა. ფასდაუდებელია ამ ადამიანის ღვაწლი ღვთისა და ერის წინაშე. მის სახელს უკავშირდება არამარტო თავდადებული სამეცნიერო და საზოგადოებრივი მოღვაწეობა, არამედ საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის სიწმინდეების, ჩვენი საგანძურის გადარჩენა. ,,არაფერი არ უნდა დაგვეკარგოსო“! – ეს იყო მისი ცხოვრებისეული დევიზი და თუ ამ დევიზს  ერისა და ღვთისკაცი მუხლჩაუხრელად მისდევდა, ჩვენც ყველანი, მისი შთამომავლები, ვალდებულნი ვართ, ჩვენივე მიწაზე დავიცვათ და გადავარჩინოთ ნაწამებ –ნალოლიავები ერის კუთვნილება. 


         ჩვენც ხომ ჩვენი სახელოვანი  წინაპრების ფესვებზე აღმოვცენდით. ჩვენც შევეცდებით, მოვეფეროთ, სასოებით შევინახოთ ჩვენი ტაძრები, ჩვენი კულტურისა და სულიერების საამაყო სიძველეები და დარწმუნებულები ვართ, ჩვენზეც გადმოვა ამ  ღვთისკაცის მადლი, მადლი ,,საქართველოს მეჭურჭლეთუხუცესის“- ექვთიმე თაყაიშვილისა.
                                                                                                     

No comments:

Post a Comment