Tuesday, February 26, 2013

... ასე აფასებენ მას



კონსტანტინე გამსახურდია წერდა:

,, სამმა დიდმა მამულიშვილმა კიდევ ერთხელ დაამშვენა ჩვენი საქართველო. ილია ჭავჭავაძემ, ექვთიმე თაყაიშვილმა და ივანე ჯავახიშვილმა. მათ ძველ ეპოქაში რომ ეცხოვრათ, მათ უეჭველად წმინდანად შერაცხავდა ჩვენი ხალხი და ჩვენი ტაძრების ძვირფას ფრესკებს მიემატებოდა სამი სათაყვანებელი ხატება“.





             ლადო გუდიაშვილი


,,ექვთიმე თაყაიშვილი მთელი თავისი ცხოვრების მანძილზე უანგაროდ ემსახურებოდა ეროვნულ საქმეს... არც დაღლა იცოდა, არც დასვენება... ამნაირ ადამიანებს ძველად ხატავდნენ ტაძრის ფრესკებზე.“




           
 ვახტანგ ბერიძე 

,,რა  ბედნიერებაა ჩვენთვის, რომ ასეთი კაცი არსებობდა ქვეყნად.“


                



პროფესორი მიხაკო   წერეთელი  წერდა:

,,ექვთიმე სპეციალობით არც არქეოლოგი იყო, არც ხელოვნებათა მეცნიერი, არც ისტორიკოსი, არც ქართული ფილოლოგიის სწავლული, მაგრამ იგი იმავე დროს ერთიც იყო, მეორეც, მესამეც და მეოთხეც. სიდიადე მისი სულისა სწორედ აქ არის, მან თავისი ერის სამსახურისთვის ეს მეცნიერებანი თვით შეისწავლა.“






გურამ შარაძე 
,,ილია ჭავჭავაძის შემდეგ წმინდანობა და ერისკაცობა ისე არავის შეუდუღაბებია და შეუსისხლხორცებია ერთმანეთში, როგორც ექვთიმე თაყაიშვილს!..
ამიტომაცაა და ალბათ, ღრმად სიმბოლურიც, რომ ახლა ისინი მთაწმინდაზე უკვე სამუდამოდ ერთმანეთის გვერდით განისვენებენ, როგორც მისი უკვდავი ბინადარნი!“





No comments:

Post a Comment