
ექვთიმე
თაყაიშვილი უცხოეთიდან ღრმადმოხუცებული და დასნეულებული დაბრუნდა. თვითფრინავიდან ჩამოსულმა
მოხუცმა მიწას აკოცა და აკაკი წერეთლის ცნობილი სიტყვები წარმოსთქვა ლექსიდან ,,განთიადი“.
თანამოღვაწეთა ვიწრო წრეში არაერთხელ უთქვამს, რომ სულმნათი აკაკის სიტყვებით გადმოვცემ
ჩემს ახლანდელ განცდებსო და ზლუქუნით დაუწყია:
,, ცა-ფირუზ,
ხმელეთ-ზურმუხტო,
ჩემო სამშობლო მხარეო,
სნეული დავბრუნებულვარ,
მკურნალად შემეყარეო!..
ვერ ავიტანე ობლობა,
სისხლის ცრემლები ვღვარეო;
წამძლია სულმა და გულმა,
შენს ნახვას დავეჩქარეო.
,, დედა-შვილობამ,
ბევრს არ გთხოვ:
შენს მიწას მიმაბარეო!..“
ცა-ფირუზ,
ხმელეთ-ზურმუხტო,
ჩემო სამშობლო
მხარეო! ''
...და
1953 წლის 21 თებერვალს ,,სამშობლო მხარემ“,
მართლაც, გადაიხსნა გული და მიიბარა თავისი საამაყო შვილი, ექვთიმე თაყაიშვილი. რამდენიმე
სამარე გამოიცვალა ,,საქართველოს მეჭურჭლეთუხუცესმა“ და ბოლოს სახელოვან წინაპართა
სავანეში, მთაწმინდაზე, დაიდო მან სამუდამოდ ბინა.
No comments:
Post a Comment