1892 წელს ექვთიმე თაყაიშვილი ილია ჭავჭავაძეს განჯიდან თბილისში ნიკოლოზ ბარათაშვილის ნეშტის გადმოსვენებაში ეხმარებოდა. მალევე ექვთიმეს რედაქტორობით გამოსცა ,,წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ“ ნიკოლოზ ბარათაშვილის თხზულებათა პირველი სრული კრებული.
ექვთიმე თაყაიშვილი აქტიური მონაწილე იყო ,,ცოდნის
ტაძრის“ - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაარსებისა და განუზომელია მისი ღვაწლი
ამ საქმეში ივანე ჯავახიშვილთან ერთად (1918 წ.). ექვთიმე თაყაიშვილი გახლდათ უნივერსიტეტის ერთ-ერთი პირველი პროფესორი. 1918 წლის 21 მაისს თბილისის უნივერსიტეტის საბჭომ ექვთიმე თაყაიშვილს მიანიჭა დოქტორის სამეცნიერო ხარისხი. იგი სამ სალექციო კურსს უძღვებოდა:
საქართველოს სიძველეთმცოდნეობის
შესავალს, ეპიგრაფიკას და საქართველოს საეკლესიო ისტორიას.
მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ექვთიმეს თაოსნობით 1907 წელს დაარსებულმა ,,საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოებამ,“ რომლის თავმჯდომარეც თვით ექვთიმე გახლდათ. საზოგადოება მიზნად ისახავდა შეეგროვებინა,შეესწავლა და თან შეენახა ქართული სიძველენი (ისტორიული, არქეოლოგიური, ეთნოგრაფიული, წერილობითი), რომლისთვისაც უნდა მოწყობილიყო საგანგებო ექსპედიციები, კვლევა–ძიებანი მაშტაბებით, პუბლიკაციებით, ატლასებით, რუკებით, დაარსებულიყო მუზეუმები, ჩატარებულიყო საჯარო შეხვედრები, მოხსენებები, ხალხის მოზიდვა კულტურულ ძეგლთა მოსავლელად.
,,საქართველო დავიარე და დავინახე, თუ რა უზარმაზარი
მასალაა განწირული დავიწყებისა და ხშირად დაღუპვისათვის. პირდაპირ ამიტანა ფანატიკურმა
მისწრაფებამ, რაც შეიძლება მეტი მომესწრო, მით უმეტეს, რომ ჩემს თანამედროვეთაგან აღარავინ
მისდევდა ამ საქმეს...რამდენს ვცდილობდი,რას არ ვკიდებდი ხელს, მაგრამ რამდენი რამ
მაინც ვერ მოვასწარი...არ იყო ხალხი,თითოოროლა კაცის მეტი არავინ ეკარებოდა ასეთ საქმეს;
არ ესმოდათ ამის მნიშვნელობა და გემო!...რუსთაველის გამზირზე სეირნობასა და პოპულარულ
სტატია–წიგნების კითხვას ან ლიტერატურულ კამათს იქით აღარ მიდიოდა მონდომება...თითქოს
გვყავდა ინტელიგენცია, მაგრამ ნამდვილად და ღრმად ვერავინ ხვდებოდა კულტურული მემკვიდრეობის
მოვლა–პატრონობასა და ადგილობრივ შესწავლის აუცილებლობას,“ – წერდა ექვთიმე თაყაიშვილი.
,,ერთმა საქართველოში სტუმრად ჩამოსულ იმპერატორს,
ალექსანდრე მეორეს, ვლახერნის უბრწყინვალესი ხატი მიართვა.რუს ხელმწიფეს გაუკვირდა
და, მადლობა ღმერთს, საჩუქარი უკანვე დაუბრუნა;
მეორემ მეფისნაცვალს ერეკლე მეფის თოფი აჩუქა, ის
თოფი,ასპინძის ბრძოლაში ხელთ რომ ეპყრა გმირ ხელმწიფეს, მაგრამ ისევ რუსმა მოხელემ
გააწბილა ,,გულუხვი ქართველი“–ის თოფი თქვენი ეროვნული სიამაყეა და თქვენ უფრო დაგშვენდებათ
მისი შენახვაო;
…მესამემ
,,ვეფხისტყაოსნის“ ხელნაწერიდან ძვირფასი მინიატურები
ამოსჭრა და ვიღაც სომეხ ჩარჩ–ვაჭარს მიჰყიდა. ექვთიმე თაყაიშვილმა დიდი წვალებით და
დავიდარაბით უკანვე მოაბრუნა ქართულ საგანძურში
ის მინიატურები“.
ასე
განიავდებოდა საქართველოს საგანძური, რომ ღმერთს ამ ადამიანების გვერდით მხსნელად ექვთიმე
თაყაიშვილი არ მოევლინა.
No comments:
Post a Comment