Tuesday, February 26, 2013

ჩვენი თვალით დანახული ექვთიმე თაყაიშვილი

      ,


               1) ანნა ქელდიშვილი

ექვთიმე თაყაიშვილის შესახებ ბევრი რამ არ ვიცოდი მანამდე, სანამ პროექტში მივიღებდი მონაწილეობას. პროექტის შემდეგ დაწვრილებით გავიგე, თუ რა ფასად დაუჯდა ექვთიმეს საქარათველოს ეროვნული განძის გადარჩენა. რამდენად უფრთხილდებოდა იმას, რაც ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი და ძვირფასი იყო. მიუხედავად იმისა, რომ გაჭირვებაში ცხოვრობდა, ეროვნული განძიდან მცირედიც კი არ აუღია, რაც, ჩემი აზრით, ყველაზე მეტად დასაფასებელია მასში. სწორედ ამიტომ უწოდებენ მას "საქართველოს მეჭურჭლეთუხუცესს". მან თავისი ცხოვრების დიდი ნაწილი შესწირა ქართული საგანძურის დაცვას, მისი ძალისხმევით დაუბრუნდა  განძი სამშობლოს. ეს იყო ადამიანი, რომლის შესახებ მომავალმა თაობებმმა მეტი უნდა გაიგონ, თუ რაოდენ დიდი მსხვერპლი გაიღო მან ქვეყნისთვის.







2) ლიკა თიგიშვილი
                        
პიროვნება, რომლის ცხოვრებასა და მოღვაწეობაში არც თუ ისე გათვითცნობიერებული ვიყავი, პროექტის მსვლელობისას საგულდაგულოდ შევისწავლე. მხოლოდ იმ ფაქტმა, თუ როგორ ინარჩუნებდა ექვთიმე ქართულ საგანძურს ხელმომჭირნეობის პერიოდში, კიდევ უფრო აამაღლა ეს ადამიანი ჩემს თვალში, საცხოვრებელი პირობების, ეკონომიკური თუ სხვა უამრავი პრობლემის მიუხედავად, მან მაინც მოახერხა ქართული განძის გადარჩენა. იგი არის ნათელი მაგალითი იმ პატრიოტი ადამიანისა, რომლისთვისაც შეფერხებები არ არსეობობს მაშინ, როცა საქმე მშობლიურ ქვეყანას ეხება. ამ პროექტის დახმარებით კი მივხვდი, რომ ექვთიმე თაყაიშვილი არამხოლოდ ეროვნული განძის, არამედ საქართველოს ისტორიის უმნიშვნელოვანესი ნაწილის დამცველია.






     3) მარიამ ქარქუსაშვილი

ბლოგის შექმნის მთავარი მიზანი არის ინფორმაციის ხელმისაწვდომობა. აქ ამომწურავი ინფორმაციაა, ქართველი საზოგადო მოღვაწის, ექვთიმე თაყაიშვილის შესახებ. აუცილებელია ყველამ იცოდეს რა მსხვერპლი გაიღო მაან, რომ შეენარჩუნებინა ქართული საგანძური. უბრალო სიტყვებით შეუძლებელია მისი დამსახურების აღწერა. ჩვენი ბლოგი ემსახურება იმას, რომ რაც შეიძლება ბევრმა ადამიანმა დეტალურად შეიტყოს ექვთიმეს ცხოვრების და მოღვაწეობის შესახებ, როგორ დატოვა სამშობლო, როგორ უფრთხილდებოდა ქართულ განძს უცხო ქვეყანაში და რის ფასად დაუჯდა ეს ყველაფერი. ინფორმაციის მოძიებისას გავაცნობიერე, თუ რაოდენ მნიშვნელოვანი პიროვნება იყო იგი და რა დიდი სამსახური გაუწია მან ქვეყანას.
მიუხედავდ მძიმე სოციალური პირობებისა, არც კი უფიქრია ერთი პატარა მონეტა მოეკლო განძისთვის, რათა გაეუმჯობესებინა ეს პირობები, ამან დიდი პატივისცემა აღმიძრა მის მიმართ. ის იყო ნამდვილი პატრიოტი და ეს დაამტკიცა თავისი თავგანწირვით და მსხვერპლით. სწორედ ამ  ღვაწლისთვის იგი წმინდანად აკურთხა ქართულმა ეკლესიამ. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ მას დამსახურებულად უწოდეს, წმინდა ექვთიმე ღვთისკაცი.









4) ქრისტინა ხოდონაშვილი
                       
                               

3 comments:

  1. ძალიან მაგარიააააა.... <3<3

    ReplyDelete
  2. აუ რა მაგარიააა

    ReplyDelete
  3. ესეთი ბლოგი ჯერ არ მინახავს!

    ReplyDelete